ადვოკატთა ასოციაციის ოფისში წიგნის– ,,რწმენის თავისუფლება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში" პრეზენტაცია გაიმართა

17 აპრილი 2014

ადვოკატთა ასოციაციის ოფისში წიგნის– ,,რწმენის თავისუფლება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში" პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის ავტორებმა ზაზა ვაშაყმაძემ და არჩილ მეტრეველმა ისაუბრეს რწმენის,აღმსარებლობისა და რელიგიის თავისუფლების საკითხზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

ნაშრომის თემა ძალზე პოპულარული, ამ ბოლო ხანს, საქართველოში განვითარებული რელიგიური დაპირისპირებების ფონზე გახდა, რაც განპირობებულია ქვეყანაში რელიგიური პოლიტიკისა და კანონმდებლობის არარსებობით.

ავტორებმა მოიძიეს და თარგმნეს სხვა ქვეყნის კანონმდებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს სწორი პოლიტიკა შევიმუშაოთ ჩვენი ქვეყნისთვის.საკითხი ეხება არა მარტო პიროვნების რწმენის თავისუფლებას, არამედ, რელიგიური ორგანიზაციების შექმნის, რეგისტრაციისა და ლიკვიდაციის წესს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი